მონტე კარლოს მასტერსის ფინალში ციციპასი რუბლიოვს დაუპირისპირდება #1TVSPORT
მონტე კარლოში მიმდინარე მასტერსის ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი (5) და რუსი ანდრეი რუბლიოვი (8) იასპარეზებენ. მათ ერთმანეთთან რვაჯერ უთამაშიათ და ანგარიში საყაიმოა – 4:4.
პრესტიჟული გათამაშების ფინალისტების ბოლო შეხვედრა თიხაზე საფრანგეთის ღია პირველობაზე შედგა, სადაც ციციპასმა მეტოქეს მარტივად, ანგარიშით 3:0 სძლია. ტურნირის მომგები ჩოგბურთელი 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ფინალი 18 აპრილს თბილისის დროით 16:30 წუთზე დაიწყება.
შეგახსენებთ,რომ მონტე კარლოს 11-გზის გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალი ნახევარფინალში ყველასთვის მოულოდნელად ანდრეი რუბლიოვთან დამარცხდა, ხოლო რეიტინგის პირველ ნომერს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს მეორე წრეში ბრიტანელმა დანიელ ევანსმა სძლია. მონტე კარლოს ტურნირს, რომელიც მასტერსის სერიის გათამაშებად 2009 წელს გადაკეთდა, ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. პირველი გათამაშება კი 19-ე საუკუნის ბოლოს, 1897 წელს გაიმართა.
წელს ტურნირის საპრიზო ფონდი 2,460,585 ევროს შეადგენს და გამარჯვებული 250 ათასზე მეტს მიიღებს.