სტეფანოს ციციპასი მონტე კარლოს მასტერსის გამარჯვებულია #1TVSPORT

01:54, 18.04.2022

მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანი, ბერძენი ჩოგბურთელი სტეფანოს ციციპასი მონტე კარლოს მასტერსის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა ორ სეტში (6:3, 7:6) დაამარცხა და ATP-ის ეგიდით გამართული 1000-ქულიანი პრესტიჟული ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

23 წლის ბერძენმა ნახევარფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანი ალექსანდრ ზვერევი (6:4, 6:2) დაამარცხა. ციციპასს მონტე კარლოში ერთ სეტზე მეტი არ წაუგია.

ეს გამარჯვება სტეფანოსისთვის მასტერსებზე მეორეა, კარიერაში კი მან მერვე ტურნირი მოიგო.ბერძენმა ჩოგბურთელმა 1000 სარეიტინგო ქულა დაიცვა და 836,335 ევრო საპრიზო თანხაც გამოიმუშავა.

მსგავსი