აშშ-ში, მონტანას შტატში ძლიერი ქარბუქისა და დიდთოვლობისთვის ემზადებიან. მეტეოროლოგიური სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას სახლებში დარჩენასა და საკვებისა და სასმელის წყლის მომარაგებას ურჩევს.
გავრცელებული ცნობით, მოსალოდნელია 91 სმ-მდე ნალექი თოვლის სახით და საათში 70 კილომეტრამდე სიჩქარის ქარი.
მეტეოროლოგების პროგნოზით, მონტანაში ორშაბათამდე გამოიდარებს არ უნდა ელოდონ.