მონტანას შტატში ძლიერი ქარბუქი და დიდთოვლობაა მოსალოდნელი

02:02, 29.09.2019

აშშ-ში, მონტანას შტატში ძლიერი ქარბუქისა და დიდთოვლობისთვის ემზადებიან. მეტეოროლოგიური სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას სახლებში დარჩენასა და საკვებისა და სასმელის წყლის მომარაგებას ურჩევს.

გავრცელებული ცნობით, მოსალოდნელია 91 სმ-მდე ნალექი თოვლის სახით და საათში 70 კილომეტრამდე სიჩქარის ქარი.

მეტეოროლოგების პროგნოზით, მონტანაში ორშაბათამდე გამოიდარებს არ უნდა ელოდონ.

მსგავსი