მონპელიეში „ყვითელი ჟილეტების“ აქციის წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
საფრნაგეთის ქალაქ მონპელიეში „ყვითელი ჟილეტების“ აქციის წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დემონსტრანტებმა ქალაქის ქუჩებში შეკრება დილიდან დაიწყეს და აქციაზე ორი ათასი ადამიანი გავიდა. სამართალდამცველებმა აქციის ნაწილის დაშლა შეძლეს და ამჟამად აქციაში 500-მდე დემონსტრანტი იღებს მონაწილეობას.
შეტაკების დროს ორმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, ორი კი პოლიციამ დააკავა. რამდენიმე დემონსტრანტმა მაღაზიის მინები ჩაამსხვრია, დააზიანა ტრამვაის გაჩერება და ნაგვის ყუთები დაწვა.
საფრანგეთის მასშტაბით „ყვითელი ჟილეტები“ აქციას 17 ნოემბრის შემდეგ ყოველ შაბათს მართავენ. უკმაყოფილების მიზეზი საწვავზე გადასახადების და ბენზინის ფასების გაზრდა გახდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში აქციის მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.