მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრს, პაველ ვოიკუს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც მოლდოვის მედია იუწყება, ვოიკუმ თავად დაადასტურა, რომ „კოვიდ-19“-ით არის ინფიცირებული.
როგორც მინისტრი აცხადებს, ის თვითიზოლაციაშია, თუმცა ამის გამო სამინისტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება.
მოლდოვაში 2 მაისის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 3 980 შემთხვევა არის დადასტურებული. 248 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გარდაცვლილია 124 ადამიანი.
ამასთან, ქვეყენაში ინფიცირებულთა შორის 1 004 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.