მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

18:22, 02.05.2020

მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრს, პაველ ვოიკუს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მოლდოვის მედია იუწყება, ვოიკუმ თავად დაადასტურა, რომ „კოვიდ-19“-ით არის ინფიცირებული.

როგორც მინისტრი აცხადებს, ის თვითიზოლაციაშია, თუმცა ამის გამო სამინისტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება.

მოლდოვაში 2 მაისის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 3 980 შემთხვევა არის დადასტურებული. 248 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გარდაცვლილია 124 ადამიანი.

ამასთან, ქვეყენაში ინფიცირებულთა შორის 1 004 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.

მსგავსი