მოლდოვის საგარეო უწყებამ კიშინეუში რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში კიშინეუში რუსეთის ელჩი ოლეგ ოზეროვი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელჩის დაბარების მიზეზი იყო მოლდოვის არჩევნებში რუსეთის ჩარევა და ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რუსული დრონის აღმოჩენა.
„მოლდოვაის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მსგავსი ქმედებები და მომავალში თავი შეიკავონ ქვეყნის შიდა საქმეებში ყოველგვარი ჩარევისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მოლდოვამ დაგმო 10 ნოემბერს რუსეთის მხრიდან ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა.
„ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის ტერიტორიაზე შენიშნეს. ჩვენი ქვეყნის კომპეტენტურ ინსტიტუტებს აქვთ ინფორმაცია, რომ ეს თვითმფრინავები რეალურად გამოშვებული იყო რუსეთიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მოლდოვაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ასეთი აგრესიული შემოჭრა არის სერიოზული დარღვევა და არამეგობრული ჟესტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს“.