მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოლდოვა ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.