მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოლდოვა ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
On the 15th anniversary of Russia’s aggression against Georgia, we stand in solidarity with the Georgian people.
🇲🇩 once again condemns Russia’s military invasion and reaffirms its support for the terit integrity & sovereignty of 🇬🇪 within its intl recognized borders. @MFAgovge
— 🇲🇩 MFA Moldova (@MoldovaMFA) August 7, 2023