მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვულოცავ საქართველოს და მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წევრობისკენ
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვულოცავ საქართველოს და მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წევრობისკენ

ვულოცავ საქართველოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის განმტკიცებას და ევროპის გაძლიერებას”, – წერს ნიკუ პოპესკუ სოციალურ ქსელში.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.