მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვულოცავ საქართველოს და მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წევრობისკენ
ვულოცავ საქართველოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის განმტკიცებას და ევროპის გაძლიერებას”, – წერს ნიკუ პოპესკუ სოციალურ ქსელში.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
Congratulations to Georgia and Foreign Minister @iliadarch for receiving EU candidate status! This marks a significant stride toward EU membership, fostering a more robust region and a stronger Europe.
— Nicu Popescu (@nicupopescu) December 14, 2023