მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - ევროპარლამენტი აღიარებს ასოცირებული ქვეყნების ევროპულ მისწრაფებას, მიესალმება ჩვენს სურვილს და ევროპულ არჩევანს
ევროპარლამენტი აღიარებს ასოცირებული ქვეყნების ევროპულ მისწრაფებას, მიესალმება ჩვენს სურვილს და ევროპულ არჩევანს,- ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე ერთი დღით ადრე განაცხადა.
მოლდოვის პრემიერის თქმით, კონსტრუქციული და ამბიციური დღის წესრიგი აქვთ. პაველ ფილიპი იმედოვნებს, რომ ლიდერები სამიტზე მათ წინადადებებს გაითვალისწინებენ.
„ორი თვის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროპის კონტინენტზე მშვიდობისათვის და სტაბილურობისათვის მთავარი ფაქტორი იყო. ევროპარლამენტი აღიარებს ასოცირებული ქვეყნების ევროპულ მისწრაფებას, მიესალმება ჩვენს სურვილს და ევროპულ არჩევანს. ევროპარლამენტი ამბობს, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას წევრობა მოსდევს. ეს არ არის მხოლოდ სიგნალი, ეს მათი მკაფიო და ნათელი პოზიციაა.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაა. ეს ხელშეკრულება არის საუკეთესო რეცეპტი ქვეყნის მოდერნიზებისთვის და განვითარების იმ დონის დასაკმაყოფილებლად, რომელიც ევროპაში ჩვენს პოლიტიკურ ინტეგრაციას გამოიწვევს.
გვაქვს კონსტრუქციული და ამბიციური დღის წესრიგი. რაც უფრო სწრაფად მივაღწევთ პროგრესს, მით უფრო მალე ვიგრძნობთ პოზიტიურ ცვლილებებს, სარგებელს და მივიღებთ უფრო მეტს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაქვს დიდი იმედი იმის, რომ ლიდერები სამიტზე ჩვენს წინადადებებს გაითვალისწინებენ. სამიტზე გვსურს, რომ საკითხების მიმართ რეალისტური და მიდგომა ვნახოთ და რვაწლიანი გამოცდილების კარგად გაანალიზება“,- განაცხადა მოლდოვის პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს“ ესწრება. სამიტამდე ერთი დღით ადრე პაველ ფილიპი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა.