მოლდოვის ჩრდილოეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
მოლდოვის ჩრდილოეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სასაზღვრო პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, რაკეტის ფრაგმენტები საზღვრიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში, სოფელ ლენკუეცისთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს.
ადგილზე პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტების აღმოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის.