მოკლული არასრულწლოვნის დედა - ექსპერტის კომენტარით აღშფოთებული ვარ, მის დასკვნას არ ვეთანხმები
მოკლული არასრულწლოვნის დედა - ექსპერტის კომენტარით აღშფოთებული ვარ, მის დასკვნას არ ვეთანხმები

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე დღეს გამოკვლეული ექსპერტიზის შედეგს არ იზიარებს.

მისი თქმით, ექსპერტი ამბობს, რომ არასრულწლოვნების სასიკვდილო ჭრილობები დანით არ არის მიყენებული.

„ექსპერტის კომენტარით აღვშფოთდი. თავიდანვე ცნობილი იყო, სად ჰქონდა ჩემს შვილს ჭრილობები და რა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. კატეგორიულად არ ვეთანხმები ექსპერტის დასკვნას. მისი ჩვენება იყო ვარაუდის დონეზე გაკეთებული. ყველა მის კომენტარს თავი რომ დავანებოთ, ორი ბავშვის სასიკვდილოდ მიჩნეული ჭრილობები, დავითის 12 და ჩემი შვილის ორი, აი ზუსტად იმ ჭრილობებზე, რომლებიც სასიკვდილო იყო, ექსპერტი ამბობს, რომ დანით არ არის მიყენებული. ეს რამდენად სარწმუნოა, თავად განსაზღვრეთ.

თუ ქალბატონი მაია ნიკოლეიშვილი ვერ იგებს, რა განლაგებით დაზიანდა ორგანოები, ავუხსნი, როგორც ექიმი და პირდაპირ ვეტყვი, რომ მის ამ დასკვნას არ ვეთანხმები“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზა გამოიკვლიეს.