მოფარიკავეთა შორის ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების წევრებმა იასპარეზეს
კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის რუსეთის ქალაქ სოჭში დღეს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
შეჯიბრის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხმლით მოფარიკავე კადეტმა ბიჭებმა იასპარეზეს.
ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ ვახტანგ არჩვაძემ და ლუკა ლომინაძემ პლეი-ოფის პირველივე შეხვედრები დათმეს და შეჯიბრს გამოეთიშნენ. არჩვაძემ თურქ იუმუთ კაიასთან 12-15, ხოლო ლომინაძემ იტალიელ ალბერტო ნიგრისთან 3-15 წააგო.
ხვალ სოჭში ქართველი მოფარიკავეები არ ასპარეზობენ. 4 მარტს კი, „ზამთრის სპორტის სასახლე“ ხმლით მოფარიკავე კადეტ გოგონებს დაეთმობა, რომელთა შორის საქართველოს ორი წარმომადგენელი იქნება ნინი ნიქაბაძე და თამარ ჩარკვიანი.
ჯგუფური ეტაპი საქართველოს დროით 14:00 დაიწყება.