მოძრაობის თეატრი შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს
მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ქარიშხალი“ შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს.
შექსპირის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ერევანში იმართება და მონაწილეობას მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის თეატრი იღებს.
აღნიშნულ ფესტივალზე საქართველო უკვე მეორედ არის მიწვეული. გასულ წელს ქვეყნის სახელით რუსთაველის თეატრი წარსდგა.
ფესტივალის ჟიური მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან მიწვეული თეატრმცოდნეებისა და კრიტიკოსებისგან არის დაკომპლექტებული. გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოავლენენ.
„ქარიშხლის“ რეჟისორის, იოსებ ბაკურაძის თქმით, ქარიშხალი შექსპირის უკანასკნელი და ყველაზე ჯადოსნური პიესაა.