მოძრაობის თეატრი მინსკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლ „ასტიგმატისტებით“ წარდგება
მოძრაობის თეატრი მინსკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლ „ასტიგმატისტებით“ წარდგება

მინსკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მოძრაობის თეატრი დღეს სპექტაკლ „ასტიგმატისტებს“ ითამაშებს.

მუნჯი კინოს ხერხით დადგმული იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ასტიგმატისტები“ Teatralny Kufar-ის ოფიციალურ პროგრამაშია. ფესტივალის საერთაშორისო ჟიური დაკომპლექტებულია, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მიწვეული თეატრმცოდნეებისგან. მათ შორის მოძრაობის თეატრი მინსკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წელს პირველად არის წარდგენილი. ფესტივალზე ევროპის და აზიის 20-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი, ირანი, ნეპალი, ესტონეთი, რუსეთი და უკრაინა. როგორც მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძე აღნიშნავს, „ასტიგმატისტები“ თავიდანვე იღბლიანი სპექტაკლი აღმოჩნდა.

პრემიერიდან რამდენიმე დღეში დაიწყო საფესტივალო ცხოვრება და საქართველოში არსებულ სამ ყველაზე ცნობილ თეატრალურ ფესტივალზე მოხვდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი და კომედიის ფესტივალი. ახლა უკვე მინსკში მოგვიწია ამ სპექტაკლის თამაში. იმედია, მომავალშიც დავაინტერესებთ სხვა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებს“, – აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე.

ეს არის კო­მე­დია ას­ტიგ­მა­ტის­ტე­ბის ოჯა­ხის ერთი კო­მი­კუ­რი დღის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გად­მო­ცე­მუ­ლია მუნ­ჯი კინოს ხერ­ხით. „ას­ტიგ­მა­ტის­ტე­ბისგმი­რე­ბი სამ­ყა­როს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღიქ­ვა­მენ. ყვე­ლაფ­რით უკ­მა­ყო­ფი­ლო ბა­ბუა ცდი­ლობს, ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და­იც­ვას.

მოძრაობის თეატრის დასი მინსკში, 21 ნოემბერს გაემგზავრა.