მოძრაობის თეატრი „ასტიგმატისტების“ პრემიერისთვის ემზადება
მოძრაობის თეატრი „ასტიგმატისტების“ პრემიერისთვის ემზადება

კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „ასტიგმატისტები“ – ასე ქვია სპექტაკლს, რომლითაც თეატრი 20 სექტემბერს ახალ სეზონს გახსნის.

სპექტაკლი ასტიგმატისტების ოჯახის კომიკური ერთი დღის შესახებ მუნჯი კინოს ხერხით გვიამბობს.

სპექტაკლის რეჟისორული გადაწყვეტა იოსებ ბაკურაძეს ეკუთვნის. მუსიკალური გაფორმება სანდრო ნიკოლაძე.

იოსებ ბაკურაძე პირველად საქართველოში 360 გრადუსით გადაღებულ ფილმ-სპექტაკლს შესთავაზებს მაყურებელს. სცენაზე და პარტერში წრიულად განთავსდება ეკრანი, სადაც 360 გრადუსიანი გამოსახულება გაეშვება. მაყურებელი კი ცენტრში განთავსდება გორგოლაჭბიანი სკამებით და მუდმივი მოძრაობით, თვითონ აირჩევს რა რაკურსში ადევნოს თვალი სპექტაკლს.

სპექტაკლში ხუთი მსახიობი: ანა თალაკვაძე, ლექსო ჩემია, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე, უჩა მჟავია მონაწილეობს.

„სპექტაკლ „ასტიგმატისტების“ გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, თუმცა მათ შორისაც არის სხვაობა. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას. იუბილარი მამა გამოუსადეგარ საჩუქრებს იღებს. ახალგაზრდა გოგო შეყვარებულს ჩუმად ხვდება პაემნებზე. აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში კომიკურ სამყაროში გამოგზაურებთ“, – ნათქვამია სპექტაკლის ანოტაციაში.