მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით, აქცია იმართება. პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ბანერები მიიტანეს, რომელთა შორის გამოჩნდა ბანერი წარწერით: „თავისუფლება მიხეილ აღმაშენებელს“.
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე პარლამენტი არ გაიწვევს კანონპროექტს, პროტესტი არ შეწყდება. ამასთან, აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლისკენ გეგმავენ მსვლელობას.
თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ მთავრობის შეცვლასაც.