მოძრაობა „თალიბანში“ ადასტურებენ, რომ მათ მიერ დაკავებულ უცხოელ მოქალაქეებს შორის ორი აშშ-ის მოქალაქეა
მოძრაობა „თალიბანში“ ადასტურებენ, რომ მათ მიერ დაკავებულ უცხოელ მოქალაქეებს შორის ორი აშშ-ის მოქალაქეა

ავღანეთის მმართველ ისლამისტურ მოძრაობა „თალიბანში“ ადასტურებენ, რომ, სხვა უცხოელებთან ერთად, აშშ-ის ორი მოქალაქეც ჰყავთ დაკავებული. დაკავების მიზეზი კი „ავღანური კანონების დარღვევაა“ .

გავრცელებული ცნობით, გასათავისუფლებლად ვაშინგტონთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „თალიბანმა“ საჯაროდ აღიარა, რომ უცხოელი მოქალაქეები ჰყავს პატიმრობაში. ერთ-ერთი დაკავებულის, რაიან კორბეტის მეუღლემ გასულ კვირას ტელეკომპანია „სიბიესთან“ განახადა, რომ 12-წუთიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ქმართან და შეშფოთებულია მისი მდგომარეობით. რაიან კორბეტი „თალიბანმა“ 2022 წლის აგვისტოში დააპატიმრა. მეორე დაკავებულის ვინაობა კი არ საჯაროვდება.