მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით პარლამენტის შენობასა და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა
პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია გაიმართა.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. მათ ბარიკადების მისამართით, რომელსაც სამართალდამცველები ამაგრებდნენ, ქაღალდები ისროლეს და სამართალდამცველებს ფქვილი შეაყარეს.
აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ნოდარ რუხაძე, ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და ნატა ფერაძე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
აქციაზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნებია ხელისუფლებამ რუსეთისთვის საქართველოს ცა ჩაკეტოს, ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს სავიზო რეჟიმი და გაუქმდეს პრორუსული მედია საქართველოში.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპროტესტო აქციების კვლავ გაგრძელდება.