მოძრაობა Just Stop Oil-ის წევრებმა, რომლებიც წიაღისეული საწვავის წარმოების შემცირებას ითხოვენ, სტოუნჰენჯს ფორთოხლისფერი ნივთიერება შეასხეს
მოძრაობა Just Stop Oil-ის წევრებმა, რომლებიც წიაღისეული საწვავის წარმოების შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ, ცნობილ ღირსშესანიშნაობას, სტოუნჰენჯს ფორთოხლისფერი ნივთიერება შეასხეს.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ორი მამაკაცი, რომლებსაც თეთრი მაისურები აცვიათ, წარწერით Just Stop Oil, სტოუნჰენჯის მონუმენტებს ნარინჯისფერ სითხეს ასხამენ.
იქ შეკრებილებმა აქციის მონაწილეებისთვის ხელის შეშლა სცადეს. Just Stop Oil-ში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის ნიამ ლინჩი და 73 წლის რაჯან ნაიდო იყვნენ.
ორგანიზაცია Heritage-ის წარმომადგენელმა, რომელიც ბრიტანეთის ძეგლებს იცავს, სტოუნჰენჯის ქვებზე საღებავის შესხმას „უკიდურესად სამწუხარო“ უწოდა. მათი წარმომადგენლები ახლა ზარალის ხარისხსა და სიმძიმეს სწავლობენ.