მოძრაობა FEMEN-ის აქტივისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
მოძრაობა FEMEN-ის აქტივისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

მოძრაობა FEMEN-ის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ოქსანა შაჩკომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ინფორმაციას უკრაინული მედია მოძრაობის ლიდერის, ანა გუცოლიზე დაყრდნობით ავრცელებს. სოციალურ ქსელებში კი გარდაცვლილის ახლობლები წერენ, რომ ოქსანას სუიციდის მცდელობა გასულ წელს ორჯერ ჰქონდა.

გარდაცვალებამდე მან სოციალურ ქსელში ჩანაწერი დატოვა „თქვენ ყალბი ხართ”.

ოქსანა შაჩკოს ცხედარი პარიზში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს.