მეგან მარკლი - როდესაც გოგონებს აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ წარმატებას, ისინი ქმნიან არაჩვეულებრივ მომავალს
სასექსის პრინცესა მეგან მარკლი ფიჯიზე ვიზიტის დროს სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალებს ჰქონდეთ წვდომა უმაღლეს განათლებაზე.
„ყველას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ისეთი განათლება, როგორიც სურს. უფრო მეტიც, განათლება, რომლის მიღების უფლებაც აქვთ. განვითარებად ქვეყნებში ქალებისთვის და გოგონებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. განათლებასთან წვდომა ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და განვითარებისთვის, რადგან როდესაც გოგონებს აქვთ სწორი უნარები, რომ წარმატებას მიაღწიონ, ისინი ქმნიან არაჩვეულებრივ მომავალს არა მარტო მათთვის, არამედ ირგვლივ ყველასთვის“,-განაცხდა სასექსის პრინცესამ.