მლეთასთან გაჩერებული სატვირთოების მძღოლები დახმარებას ითხოვენ
მლეთასთან გაჩერებული სატვირთოების მძღოლები დახმარებას ითხოვენ

სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც რამდენიმე დღეა, უამინდობის გამო მლეთასთან არიან გაჩერებული, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

მათი თქმით, საკვების მარაგი ამოეწურათ, პრობლემა აქვთ ასევე საწვავთან დაკავშირებითაც

„მესამე დღეა, ვდგავართ აქ. არავინ ჩვენი მომკითხავი არ არის. საკვები აღარ გვაქვს. ფაქტობრივად, მანქანასაც ვქოქავთ დილით, საღამოს რომ აკუმულატორები არ დაგვიჯდეს. რუსი, ქართველი, სომეხი და ბელარუსი მძღოლები ვართ აქ. საერთოდ არ არის არანაირი ყურადღება ჩვენს მიმართ. გზა იწმინდება თუ არა, არც ეგ ვიცით“, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა, გია გრიგალაშვილმა.