მლეთაში ქვეშეთი-კობის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება
მლეთაში ქვეშეთი-კობის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი  ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ფარგლებში, ხვალ საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა მლეთაში მდებარე საჯარო სკოლის შენობაში ჩატარდება და მასში მონაწილეობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.