მლეთაში მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უარყოფს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მლეთაში მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
უწყების ცნობით, მლეთადან არც ერთი გამოძახება არ ყოფილა, შესაბამისად, მაშველების ჩართვის აუცილებლობა არ დამდგარა.
რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მლეთაში მდინარის ადიდების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.