დღეს წმინდა გიორგის სახელობის სატაძრო დღესასწაული ლომისობა აღინიშნება. მლეთასა და სალოცავისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ყოველთვის, ხალხმრავლობაა.
ლომისობასთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, მლეთაში მაშველები არიან მობილიზებული. მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე, რთული რელიეფის გამო, ხშირია მოქალაქეთა დაშავების შემთხვევები.