ყველა ჯინსის შარვალს მარჯვენა მხარეს პატარა ჯიბე აქვს. ალბათ, ბევრ თქვენგანს გასჩენია კითხვა, რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს აღნიშნულ ჯიბეს? – პასუხი მარტივია. როგორც “ლევისის” ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, თავდაპირველად პატარა ჯიბის დანიშნულება განსხვავებული იყო. მცირე ზომის ჯიბეში მამაკაცები საათს ათავსებდნენ. მათი აზრით, მცირე ზომის საათის შესანახად, ეს იდეალური ადგილი იყო.
”ლევისის” ოფიციალური ბლოგის მიხედვით, პირველ ჯინსს 4 ჯიბე ჰქონდა, აქედან ერთი უკანა მხარეს, ხოლო დანარჩენი 3 წინა მხარეს, მათ შორის, ერთი პატარა ჯიბე.
დროთა განმავლობაში პატარა ჯიბე მოდურ ტრენდად იქცა და ჯინსის შარვლის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა ძველებური საათები მოდიდან გადავიდა და მის შესანახად, ჯინსის შარვლის პატარა ჯიბეს თითქმის არავინ იყენებს.
დღესდღეისობით ჯინსის შარვლის პატარა ჯიბეს სხვა პრაქტიკული დანიშნულება შეიძლება მოვუძებნოთ, მაგალითად, პატარა ჯიბეში შეგვიძლია შევინახოთ მეხსიერების ბარათი, ხურდა ან რაიმე სხვა მცირე ზომის ნივთი.