მიზეზი რატომ აქვს ჯინსს პატარა ჯიბე

09:50, 09.12.2017
Close-up on the front pockets of a blue jeans

Close-up on the front pockets of a blue jeans

ყველა ჯინსის შარვალს მარჯვენა მხარეს პატარა ჯიბე აქვს. ალბათ, ბევრ თქვენგანს გასჩენია კითხვა, რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს აღნიშნულ ჯიბეს? – პასუხი მარტივია. როგორც “ლევისის” ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, თავდაპირველად პატარა ჯიბის დანიშნულება განსხვავებული იყო. მცირე ზომის ჯიბეში მამაკაცები საათს ათავსებდნენ. მათი აზრით, მცირე ზომის საათის შესანახად, ეს იდეალური ადგილი იყო.

​”ლევისის” ოფიციალური ბლოგის მიხედვით, პირველ ჯინსს 4 ჯიბე ჰქონდა, აქედან ერთი უკანა მხარეს, ხოლო დანარჩენი 3 წინა მხარეს, მათ შორის, ერთი პატარა ჯიბე.

​დროთა განმავლობაში პატარა ჯიბე მოდურ ტრენდად იქცა და ჯინსის შარვლის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა ძველებური საათები მოდიდან გადავიდა და მის შესანახად, ჯინსის შარვლის პატარა ჯიბეს თითქმის არავინ იყენებს.

​დღესდღეისობით ჯინსის შარვლის პატარა ჯიბეს სხვა პრაქტიკული დანიშნულება შეიძლება მოვუძებნოთ, მაგალითად, პატარა ჯიბეში შეგვიძლია შევინახოთ მეხსიერების ბარათი, ხურდა ან რაიმე სხვა მცირე ზომის ნივთი.

მსგავსი