მიუნხენში საქართველოს საკონსულო წარმომადგენლობა უახლოეს მომავალში ამოქმედდება
მიუნხენში საქართველოს საკონსულო წარმომადგენლობა უახლოეს მომავალში ამოქმედდება

მიუნხენში საქართველოს საკონსულო დაწესებულება ამოქმედდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულო ოფისი გერმანიაში საქართველოს საპატიო კონსულის კლაუს ჰიპის დახმარებით გაიხსნა.

მიუნხენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულთან კლაუს ჰიპთან, სადაც განხილული იყო სწორედ საკონსულო ოფისის საქმიანობასთან, საპატიო კონსულის სამომავლო გეგმებთან და გერმანია-საქართველოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენში საკონსულო ოფისის გახსნის თხოვნით საქართველოს საგარეო უწყებას გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მიმართეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კლაუს ჰიპს საკონსულო ოფისის გახსნაში გაწეული დახმარებისათვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საკონსულო ოფისი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მიუნხენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას, არამედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მიუნხენში საქართველოს პოპულარიზაციის და ორმხრივი კონტაქტების გაღრმავებაში.