მიუნხენში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
მიუნხენში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მიუნხენში, ყოველთა წმინდანთა სახელობის ბერძნულ ეკლესიაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მსოფლიო პატრიარქის წიგნის „შეხვედრა საიდუმლოსთან – მართლმადიდებლობა მესამე ათასწლეულში“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

აუდიტორიას დიაკონმა ირაკლი ჯინჯოლავამ წიგნის მთარგმნელი, მიუნხენის უნივერსიტეტის დოქტორანტი შოთა კინწურაშვილი წარუდგინა. მთარგმნელმა ისაუბრა წიგნის შინაარსისა და ავტორის შესახებ. გაიმართა დისკუსია საქართველოსა და უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე, რომელშიც მონაწილეობდა თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა მიუნხენში საქართველოდან სამკურნალოდ ჩასულ ოჯახს გადაეცემა.