ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მიუნხენში საშობაო ბაზრობა გაუქმდა
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მიუნხენში საშობაო ბაზრობა გაუქმდა

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაურესების გამო, მიუნხენში საშობაო ბაზრობა გაუქმდა. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდის მიზეზით, საავადმყოფოებში დრამატული სიტუაციაა და სხვა გზა არ აქვთ.

„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ყველა სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა უპასუხისმგებლობა და არასწორი“, – განაცხადა მიუნხენის მერმა.

მიუნხენში საშობაო ბაზრობის გამართვის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ქალაქის ყველა კლინიკის წარმომადგენლები. მიუნხენში საშობაო ბაზრობა ტრადიციულად მარიენპლაცზე იმართება, სადაც სტუმართა რაოდენობის კონტროლი და მათი კოვიდსერტიფიკატების შემოწმება რთულია.

დატოვე კომენტარი