მიუნხენში ათიათასობით მოქალაქემ პოლიციის უფლებამოსილების გაზრდა გააპროტესტა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორების მონაცემებით, დემონსტრაციაში 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, პოლიცია კი – 30 ათასი დემონსტრანტის შესახებ საუბრობს.
აქციას 80-ზე მეტი პარტია, კავშირი, გაერთიანება და ორგანიზაცია შეუერთდა. დემონსტრანტების კოლონამ მიუნხენის ცენტრალურ ქუჩებში გაიარა.
აქციის მონაწილეები ახალ კანონს აპროტესტებენ, რომელიც პოლიციის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. მოქალაქეები მას დემონსტრაციისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევად აფასებენ.
გასულ წელს ბავარიის რეგიონულმა პარლამენტმა ადგილობრივი პოლიციის უფლებამოსილებისა და ამოცანების გაზრდის შესახებ კანონი მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამგვარად შეიქმნა მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ჩარევის საფრთხე.