მიუნხენში მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა
„შიშის პოლიტიკა“, – ამ ლოზუნგის ქვეშ მიუნხენში ათასობით აქტივისტი გაერთიანდა და მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა.
გერმანიის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილმა პირებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის მიერ გატარებული მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა გააკრიტიკეს და პროტესტის ნიშნად ერთობლივი მსვლელობა მოაწყეს. აქტივისტების განმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თამაშებს დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს.
პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციას 15 000-მდე ადამიანი დაესწრო. მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობას გერმანელი ხელოვანები, სავაჭრო კავშირები და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები შეუერთდნენ.