მიშა ანთიძე - ველოდებით, რომ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფი სამართლიანი იქნება
მიშა ანთიძე - ველოდებით, რომ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფი სამართლიანი იქნება

ველოდებით, რომ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფი სამართლიანი იქნება, – ამის შესახებ „თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილემ მიშა ანთაძემ სემეკ-ის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამომახმარებლო ტარიფების დადგენაზე იმსჯელებენ.

მისი თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ახალი ტარიფი მისცემს საშუალებას, იფიქრონ მათი კომპანიის მომავალ განვითარებაზე.

„დღეს დასრულდება დაახლოებით ხუთთვიანი პროცესი, რომელსაც ჩვენ მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ვაწარმოებდით ჩვენ მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ მარეგულირებელი კომისია დღეს დაასრულებს განხილვას და გამოგვიცხადებს ტარიფს. ველოდებით, რომ ტარიფი იქნება სამართლიანი და მოგვცემს საშუალებას ვიფიქროთ კომპანიის მომავალ განვითარებაზე, წარმატებით გავიაროთ როგორ მიმდინარე შემოდგომა-ზამთრის სეზონი და ასევე დანარჩენი ის პერიოდი, რაზეც იქნება ტარიფი გათვლილი“, – განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება „ენერგო-პრო ჯორჯიას“, კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს ტარიფების დადგენამდე არ აკეთებენ.

სემეკ-ი სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს. სემეკ-ის მიერ ტარიფები დადგინდება 3-წლიან რეგულირების პერიოდზე.

ამავე სხდომაზე დადგინდება „ჟინვალჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისთვის. გარდა ამისა, განისაზღვრება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყლისა“ და შპს „რუსთავის წყლის“ წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობები.