მიროსლავ ლაიჩაკი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - არსებობს კონსტრუქციული დიალოგის იმედი
მიროსლავ ლაიჩაკი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - არსებობს კონსტრუქციული დიალოგის იმედი

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი ნიუ იორკში, საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას მიესალმება.

„დღევანდელი შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომელიც შვეიცარიის მედიაციით შედგა, მნიშვნელოვანია: ის აჩვენებს, რომ არსებობს კონსტრუქციული დიალოგის იმედი, რომელსაც შეუძლია დაძაბულობის შემცირება და სტაბილურობის გაძლიერება, რაც ეუთო-ს რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის სასარგებლოა“, – წერს ლაიჩაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა.