მირიან ქათამაძე - ქობულეთში ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პაციენტი თვითიზოლაციაში იყო და მისი კონტაქტებიც ცნობილია
მირიან ქათამაძე - ქობულეთში ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პაციენტი თვითიზოლაციაში იყო და მისი კონტაქტებიც ცნობილია

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, ქობულეთში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა. როგორც მირიან ქათამაძე აცხადებს, ახალი ინფიცირებულის კონტაქტები ცნობილია.

„ე.წ ქობულეთის კლასტერს დაემატა ერთი შემთხვევა, ეს არის 60-წლამდე ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ახალი პაციენტი არის კონტაქტების წრიდან და მიეკუთვნება ე.წ ქალაქის შემთხვევათა რიცხვს. ჩაკეტილი ზონების მიმართულებით ახალი შემთხვევა არ გვაქვს. ეს გამოვლენილი შემთხვევა იმყოფებოდა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. შემოწმებული და დადგენილია ეპიდემიოლოგიური რუკის მიხედვით ყველა კონტაქტი, რომელიც თავის დროზე წარმატებით შეისწავლეს ეპიდემიოლოგებმა“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქობულეთის ოთხ მუნიციპალიტში საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი არ არის.

თვითიზოლაციის პერიოდი დღეს უმთავრდება ლეღვასა და მუხაესტატეს ე.წ მინი კლასტერების შემთხვევებს. ახალი შემთხვევების არ არსებობა არ ნიშნავს, რომ ყურადღება ჩაკეტილ ზონებთან მიმართებაში უნდა იყოს მოდუნებული. არსებული ვითარება არ იძლევა საფუძველს, რომ ჩვენ ვისაუბროთ საკარანტინო რეჟიმის ზომების შერბილებაზე. ეს რეჟიმი თავისი შეზღუდვებით მთლიანობაში რჩება ძალაში და ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს ამ სოფლებში და მათ შორის ქალაქ ქობულეთშიც მოვუწოდებ, მკაცრად დაიცვან რეგულაციები“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.