მირიამ ლექსმანი - ვთხოვ ევროკავშირის საბჭოს, დაუწესოს სანქციები ივანიშვილს და გაათავისუფლოს სააკაშვილი
ეს კანონი თუ იქნება მიღებული, ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო, უნდა გავყინოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნა, ფინანსური დახმარება საქართველოსთვის უნდა იყოს პირობითი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას განაცხადა.
ლექსმანის თქმით, ასევე, სთხოვს ევროკავშირის საბჭოს, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
„შეთავაზებული კანონმდებლობა ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, მაშინ ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო. პირველი, ჩვენ უნდა გავყინოთ გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკების გახსნა; მეორე, სამომავლოდ, ფინანსური დახმარება საქართველოსთვის უნდა იყოს პირობითი და მე ვთხოვ საბჭოს, დაუწესოს სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და გაათავისუფლოს მიშა სააკაშვილი“, – განაცხადა მირიამ ლექსმანმა.