მირიამ ლექსმანი - ცნობად ვიღებთ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის კენჭისყრას სამარცხვინო „რუსულ კანონზე“ ვეტოს დასაძლევად, ვდგავართ საქართველოს მოსახლეობასთან ევროპული მისწრაფებების დაცვაში
ჩვენ ევროპარლამენტში ცნობად ვიღებთ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ პარლამენტში კენჭისყრას სამარცხვინო რუსულ კანონზე ვეტოს დასაძლევად, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად მათი თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების დაცვაში“, – წერს ევროპარლამენტის წევრი მირიამ ლექსმანი.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.