ირაკლი ღარიბაშვილი - უბედურება იმაშია, რომ ჩასაფრებული ვართ, რა თქვა რომელიღაც ქვეყნის, ევროპის, ამერიკის წარმომადგენელმა, ასე ვერ განვვითარდებით 
ირაკლი ღარიბაშვილი - უბედურება იმაშია, რომ ჩასაფრებული ვართ, რა თქვა რომელიღაც ქვეყნის, ევროპის, ამერიკის წარმომადგენელმა, ასე ვერ განვვითარდებით 

უბედურება იმაშია, რომ ჩასაფრებული ვართ, რა თქვა რომელიღაც ქვეყნის, ევროპის, ამერიკის წარმომადგენელმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გამოხმაურებების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ასე ვერ განვვითარდებით და უნდა გავაკეთოთ ის, რაც საქართველოს სჭირდება.

„არ ვიცი, ვის ინტერესშია, ვინ იყენებს ამ განცხადებებს, ისევ რადიკალური ოპოზიცია. გადახედეთ, თუ რაიმე პატარა კრიზისი იყო, ყველა ასეთი განცხადება შემდგომში გამოყენებული იყო რადიკალური ოპოზიციის მიერ. ეს ხომ მარტივი გასაშიფრია. უბედურება იმაშია, რომ ჩასაფრებული ვართ, რა თქვა რომელიღაც ქვეყნის, ევროპის, ამერიკის წარმომადგენელმა. ასე ვერ განვვითარდებით. უნდა გავაკეთოთ ის, რაც საქართველოს სჭირდება. დღეს ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ქვეყანას არ სჭირდება ომი და ნგრევა, რომელიც თქვენს პარტიას უნდა, რომ მოიტანოს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.