მირდატ ქამადაძე - ბათუმის უბნებზე შესაძლოა, სიტუაცია დაიძაბოს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებასა და შსს-ს დაეკისრება
მირდატ ქამადაძე - ბათუმის უბნებზე შესაძლოა, სიტუაცია დაიძაბოს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებასა და შსს-ს დაეკისრება

ბათუმის უბნებზე შესაძლოა, სიტუაცია დაიძაბოს, რის გამოც პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში მირდატ ქამადაძემ გააკეთა.

მან წარმოადგინა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველს ფულს ურიგებენ, თუმცა ადამიანები, რომლებიც კადრში ჩანან, იდენტიფიცირებულები არ არიან.

„ხელისუფლებას ისღა დარჩენია, მოისყიდოს ამომრჩეველი. უბნების მიმდებარედ მიმდინარეობს თანხების გადაცემა. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს ეს ქმედება, მოაშოროს უბნებს მიკროავტობუსები და ძველი ბიჭები, რომლებიც ახდენენ ზეწოლას“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.