მირანდა მესხი აცხადებს, რომ საღამოს საათებში ზუგდიდის საარჩევნო უბნებს სამართალდამცველები დაიცავენ
19 მაისს ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ოლქში შემავალი 107-ვე უბანი ხვალინდელი არჩევნებისათვის მზად არის.
მესხის თქმით, ყველა უბანზე მიღება-ჩაბარების აქტით გადატანილია სიები და ყველა საჭირო ატრიბუტიკა. 18:00 საათამდე უბნებზე კომისიის წევრები იქნებიან, ხოლო 18:00 საათის შემდეგ, უბნებს სამართალდამცავები დაიცავენ.
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 120 837 ამომრჩეველია და მათ არჩევანი 14 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.