მინსკში აქციების დროს დაკავებულმა ერთ-ერთპა პირმა სასამართლო პროცესზე თვითდაზიანება მიიყენა
მინსკში აქციების დროს დაკავებულმა სტეპან ლატიპოვმა სასამართლო პროცესზე თვითდაზიანება მიიყენა.
„როიტერის“ ცნობით, ლატიპოვმა თვითმკვლელობის მცდელობის მოტივად დაასახელა მუქარა, თუკი ბრალს არ აღიარებდა, მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს დააპატიმრებდნენ.
ლატიპოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მედიის ცნობით, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.