მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა

23:29, 17.07.2020

მინსკში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

როგორც სააგენტო „პანორამა.ამი“ წერს, სომხეთის პრემიერთან შეხვედრისას ლუკაშენკო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ შეთანხმებების ნაწილი მხარეების მიერ ჯერ კიდევ არ არის შესრულებული.

ამას გარდა, მედიასაშუალება წერს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ბელარუს კოლეგას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მსგავსი