მინისერიალმა „დიდი პატარა ტყუილები“ პრემია Critics’ Choice Awards-ზე ოთხი ჯილდო მიიღო
მინისერიალმა „დიდი პატარა ტყუილები“ პრემია Critics’ Choice Awards-ზე ოთხი ჯილდო მიიღო

ლოს-ანჯელესში პრემია Critics’ Choice Awards-ის რიგით 23-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საღამოს ტრიუმფატორი გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმა“ გახდა. სურათმა ოთხ ნომინაციაში გამარჯვება შეძლო.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გარი ოლდმანმა გაიმარჯვა, ფილმისთვის „ბნელი საათი“. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში – ფრენსის მაკდორმანმა, ფილმისთვის „სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან, მისური“.

ასევე ოთხი ჯილდო მიიღო მინისერიალმა „დიდი პატარა ტყუილები“ . სამი ჯილდო გადაეცა ფილმს „სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან, მისური“.

ღონისძიებას ანჯელინა ჯოლი, ნიკოლ კიდმანი, ჯესიკა ბილი, მარგო რობი, კრის ჰემსვორტი, გალ გადოტი და სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავები ესწრებოდნენ.