რეჟისორი გილერმო დელ ტორო „პინოქიოს“ გადაიღებს
რეჟისორი გილერმო დელ ტორო „პინოქიოს“ გადაიღებს

ოსკარის მფლობელი რეჟისორი გილერმო დელ ტორო „პინოქიოს“ გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს.

მექსიკელი რეჟისორი გილერმო დელ ტორო დისნეის „პინოქიოს“ ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის გადაიღებს. ფილმის სიუჟეტი იტალიაში 1930 წელს ვითარდება.

გადაღებები  ნოოემბრის დასაწყისში დაიწყება.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული ანიმაცია „პინოქიო“ 1940 წელს გამოვიდა.

ანიმაცია გადარებული იყო კარლო კოლოდის წიგნის „პინოქიოს თავგადასავლები. ხის თოჯინას ამბავი“ მიხედვით. ანიმაციურ ფილმს მიღებული აქვს რამდენიმე ოსკარი.