"მინესოტას" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება რეგულარულში
"მინესოტას" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება რეგულარულში

ნბა-ს ერთერთი ყველაზე პერსპექტიული გუნდი “მინესოტა ტიმბერვულვზი” ნელნელა ფორმაში შედის. ტომ ტიბოდოს გუნდმა ზედიზედ მეხუთე, მთლიანად რეგულარულში კი რიგით მეშვიდე გამარჯვება იზეიმა. “მინესოტამ” “შარლოტ ჰორნეტსს” 112-94 სძლია.

მასპინძელთა რიგებში ორმაგი დუბლი გაიფორმა გუნდის გამთამაშებელმა ჯეფ ტიგმა. მის ანგარიშზე 18 ქულა, 12 პასი და 5 მოხსნაა. გორგუი დიენგის ანგარიშზე ასევე ორმაგი დუბლია. 15 ქულა, 11 მოხსნა. ენდრიუ ვიგინსმა პირად აქტივში 20 ქულა ჩაიწერა. კარლ ენტონი ტაუნსს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. “მინესოტას” ცენტრმა 16 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.

“შარლოტის” რიგებში ყველაზე მეტი 16 ქულა კოდი ზელერის ანგარიშზეა.

“მინესოტას” მომდევნო შეხვედრა 9 ნოემბერს “ორაკლ არენაზე” მოქმედ ჩემპიონ “გოლდენ სტეიტ უორიორსთან” ელის.