მიმდინარე წელს ჩინეთი მსოფლიოს „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორ მილიარდ დოზას მიაწვდის
მიმდინარე წელს ჩინეთი მსოფლიოს „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორ მილიარდ დოზას მიაწვდის, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების თანამშრომლობის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, პეკინი „კოვაქსის“ პლატფრომას 100 მილიონი დოლარით დაეხმარება, რაც ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების განაწილებაში დაიხარჯება.
სი ძინპინმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს ვაქცინების ხელმისაწვდომობას და სამართლიან განაწილებას მთელ მსოფლიოში, ასევე გააძლიერებს სოლიდარობას და თანამშრომლობას განვითარებას ქვეყნებში.